პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს
სპეციალურად შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფი გასულ კვირას ყველა კურორტზე იმყოფებოდა, გაიწერა სამუშაოები, ვადები და პასუხისმგებელი მხარეები. დაადგინეს ისიც თუ რა სიხშირით უნდა გაიწმინდოს გზები, სად უნდა განთავსდეს მედპუნქტები და რა სახის მომსახურებები უნდა მიიღონ ვიზიტორებმა.
