საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას 100 დღიანი მუშაობის შედეგები და 2020 წლის გეგმები გააცნო
ჯარისკაცებზე და მათ ოჯახებზე ზრუნვა, თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარება, ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, ჯარიკაცების სოციალური პირობების გაუმჯობესება და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება -ეს ირაკლი ღაირბაშვილის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებებია. მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს სამხედროების სახელფასო პირობების გაუმჯობესება გაგრძელდება. დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს კი ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდებათ. ყურადღება დაეთმობა კვებას. ამასთან ყველა მუნიციპალიტეტში უნდა შეიქმნას „თადვაცვის ცენტრები“
