ქართველი მეზღვაურების ორწლიანი მძიმე ტყვეობის ისტორია „ქრონიკაში“
840-დღიანი ტყვეობის შემდეგ ქართველი მეზღვაურები სამშობლოში არიან მცირე სანავთობო ტანკერის კაპიტანი, 56 წლის გენადი კომახიძე და კაპიტნის თანაშემწე, 32 წლის რომა კაკალაძე თავისუფლები არიან ტაჯურას ციხეში მათ 2 წელი და თითქმის 4 თვე გაატარეს ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, ხანგრძლივი და გახმაურებული საქმე. აღნიშნული შემთხვევა ქართველი მეზღვაურების ტყვეობის ან დაკავების ერთადერთი ფაქტი არ არის სამი წლის განმავლობაში ასევე ლიბიაში იყო სოსლან კაკაბაძე. მან და 5-მა მეზღვაურმა ლიბიაში დაჰყო 324 დღე, შემდეგ კი გაქცევით უშველეს თავს ნიგერიაში 767 დღე ტყვეობაში გაატარა სულხან ჯორბენაძემ. მეკობრეებმა 489 დღის შემდეგ სომალიდან 3 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გაუშვეს 15 დაკავებული 2003 წელს გაქცევით დააღწიეს თავი მეკობრეებს სომალიდან არტურ არუთუნიანმა, ზურაბ გიორგაძემ, ნიკოლოზ პიჟოვმა, ალექსანდრე ჩიჩაძემ, ანატოლი არხანგოროდსკიმ და გულადი რუხაძემ. გენადი კომახიძეს და რომან კაკალაძეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და ნათესავები, ასევე საგარეო საქმეთა უწყებისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები დახვდნენ მოგვიანებით, საგარეო საქმეთა მინისტრთან და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გაიმართა

სიუჟეტის ავტორი: ნუცა ტრაპაიძე-14-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები