თბილისში, სატვირთო მანქანის და ყვითელი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად, ერთი მგზავრი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა
შემთხვევა, აეროპორტის გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 14 ადამიანი, მათგან ერთი არასრულწლოვანია. ისინი უკვე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.
