არასრულწლოვნების გამოკითხვისას, შესაძლოა აუდიო ან ვიდეო ჩაწერა განხორციელდეს
ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრეს. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მიდგომები ამ მიმართულებით სისტემურად უნდა შეიცვალოს, ამისთვის კი, რეფორმების გატარებაა აუცილებელი, როგორც პოლიციაში, ისე განათლების სისტემაში.
