საქართველო-სომხეთის საზღვარზე თანამედროვე სტანდარტების სანიტარული, ფიტო-სანიტარული და ვეტერინარული კონტროლის სასაზღვრო ინსპექციის ცენტრი გაიხსნა
ღონისძიებას ფინანსთა მინისტრი დაესწრო. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში აგებული ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობას, გააუმჯობესებს კონტროლის პროცედურებს და მოსახლეობისთვის ეკოლოგიურად ჯანსაღი პროდუქტის მიწოდებას უზრუნველყოფს
