სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობს
15 წლის ლუკა სირაძე გარდაცვლილია. მოზარდმა, რომელსაც ყოფილი სკოლის დირექციამ და პოლიციამ სასწავლებელში შეპარვა და წარწერების დატოვება დასდო ბრალად, 12 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ არასრულწლოვანს გუშინ ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სუიციდის მცდელობას, ლუკა სირაძის მოწმის სახით დაკითხვა უძღოდა წინ.
სიუჟეტის ავტორი: ცოტნე გეგეჭკორი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
