კახა კალაძე: როგორ შეიძლება, ძალით გამოიყვანო 150 ათასი ადამიანი - ეს შეუძლებელია
როგორ შეიძლება, ძალით გამოიყვანო 150 ათასი ადამიანი?! ეს შეუძლებელია. ამ ადამიანების პროტესტიც და მუხტიც გამოწვეული იყო იმ დესტრუქციული ქმედებებით, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ახორციელებენ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს აქცია მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხრიდან „ქართული ოცნების“ მიმართ უდიდესი მხარდაჭერის გამოხატულება იყო. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ იქ ძალით მოყვანილი ადამიანები არ ყოფილან. როგორ შეიძლება, ძალით გამოიყვანო 150 ათასი ადამიანი?! ეს შეუძლებელია. ამ ადამიანების პროტესტიც და მუხტიც გამოწვეული იყო იმ დესტრუქციული ქმედებებით, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ახორციელებენ. ხალხს უნდა სიმშვიდე. ამ ქვეყანაში ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს მხოლოდ არჩევნების გზით. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ მოაწყოს სისხლისღვრა, დაპირისპირება, გადატრიალება. ამას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია ექნება. ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანას დღეს სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარება სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძესთან ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე