15 წლის დაშავებული მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
ისრაელიდან საგანგებოდ ჩამოსული ექიმების მეთვალყურეობით არასრულწლოვანს ქართველმა ქირურგებმა ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს. პაციენტი ამჟამად რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა. ქართველი და უცხოელი მედიკოსების განცხადებით მთავარია მოზარდის მდგომარეობა შენარჩუნდეს . რაც შეეხება "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტსა და შემდგომ განვითარებულ მძიმე პროცესებს ცნობილი გახდა, რომ გამოძიების დასრულებამდე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, უფლებამოსილება შეუჩერდათ.
