ბიძინა ივანიშვილმა ისრაელის ელჩს მადლობა გადაუხადა
,დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შაფთაი ცურის, მან პირნათლად შეასრულა ელჩის მოვალეობა, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდა“,- განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება ,, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ბიზნესცენტრში ისრაელის ელჩს, შაფთაი ცურის უმასპინძლა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, შაფთაი ცური ელჩის რანგში საქართველოში მოღვაწეობას ასრულებს.
