ირაკლი კობახიძე: ომსაც კი თავისი წესები აქვს და ექიმის დატყვევება აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენაა
ერთადერთი, რაზეც ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, ეს არის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, განცხადება, რომელიც თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ გააკეთა, გათავისუფლების პროცესს ხელს არ უწყობს.
„შესაბამისად, სასურველია მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ერთადერთ მიზანზე, რომ შედეგს მივაღწიოთ. ექიმის დატყვევება არის აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენა. ომსაც კი თავისი წესები აქვს. გაუგონარი და უპრეცედენტო მოვლენაა, როდესაც დატყვევებულია ექიმი, რომელიც ადამიანებს მკურნალობს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტები ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. 15 ნოემბერს მას ცხინვალის დეფაქტო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 13 დეკემბრის სასამართლო პროცესზე კი ის პატიმრობაში კიდევ ერთი კვირით დატოვეს.