ეკა გიგაური გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ - სააპელაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას 30 დეკემბერს გამოაცხადებს
საუბარია 2014-1015 წლის განცხადებებზე, რომლითაც გოგა ხაინდრავა და გურამ ადამაშვილი ეკა გიგაურს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში ადანაშაულებენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი განცხადებას ცილისწამებას უწოდებს. სწორედ ამის დასამტკიცებლად მან სასამართლოს მიმართა, თუმცა პირველმა ინსტანციამ სარჩელი არ დააკმაყოფილა.
