სახიფათო პოლიტიკური სპეცოპერაცია, რომელიც შესაძლოა კანონმდებლების დაკავებითაც დასრულდეს
პარლამენტში გუშინ მომხდარს შსს 117-ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. საკანონმდებლო ორგანოსა და დეპუტატებზე განხორციელებული ქიმიური შეტევა - ასე შეაფასა ფაქტი პარლამენტის თავმჯდომარემ. დარბაზში მძაფრი და უსაიმოვნო სუნის გამო, სხდომა შეფერხდა, დეპუტატებსა და ჟურნალისტებს მედიკოსების დახმარება დასჭირდათ. პარლამენტში კინოლოგები და კრიმინალისტები გამოიძახეს. ამ დრომდე დაუდგენელი ნივთიერება მმართველი გუნდის მტკიცებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა განგებ დაასხეს. პოლიტიკური ხულიგნები - ასე აფასებს პრემიერი ოპოზიციის დეპუტატთა ქცევას. პარლამენტში სხდომა დღესაც ჩაიშალა, გამოძიება კი, გრძელდება. დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, მმართველ გუნდში არაფერს გამორიცხავენ. სხდომათა დარბაზში დაუდგენელი ნივთიერების განგებ დაღვრაში, „ქართულმა ოცნებამ“ ოპონენტები გუშინვე დაადანაშაულა.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
