2020 წელს საქართველო პარლამენტს დღეს მოქმედი შერეული სისტემით აირჩევს თუმცა დისკუსია გრძელდება
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ერთკვირიანი ინტერვალით, ორი დიალოგი შედგა. პირველ შეხვედრაზე მხარეებმა პოზიციების დაახლოება ვერ შეძლეს. ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის გატანას ცდილობდა, რაც უმრავლესობის განცხადებით, არაკონსტიტუციურია. ბოლო შეხვედრაზე კი ე.წ. გერმანული მოდელიდან დისკუსია მრავალმანდატიან ოლქებამდე დავიდა. ამ მიმართულებით საუბრის გაგრძელება ორივე მხარისათვის მისაღები აღმოჩნდა. საარჩევნო სისტემის ცვლილება ოპოზიციამ დღის წესრიგში მას შემდეგ დააყენა, რაც პარლამენტმა სრულად პროპორციულ მოდელზე გადასვლის საკონსტიტუციო ინიციატივა ჩააგდო. ეს მაჟორიტარების პოზიციის გამო მოხდა, რომლებმაც ალტერნატივად, ე.წ. ამერიკული სრულად მაჟორიტარული მოდელის იდეა წამოაყენეს, თუმცა უმრავლესობასთან შეთანხმებით, საკითხი დღის წესრიგიდან უკვე მოხსნილია. ოპოზიციასთან მესამე რაუნდი კი, სავარაუდოდ , კვირის ბოლოს გაიმართება.
სიუჟეტის ავტორი: ნატა მახვილაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
