ხვალ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ მოწყობილი ევროპული კვირეული საზეიმოდ დაიხურება
საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარეა. ქვეყანამ ეს სტატუსი და სიმბოლური გასაღები საფრანგეთისაგან 27 ნოემბერს გადაიბარა. მომდევნო 6 თვის განმავლობაში სტრასბურგში, ქართული ანბანითა და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი მორთული ტრამვაი იმოძრავებს. 2020 წლის 15 მაისამდე პერიოდში საქართველო 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას. ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს განსაზღვრული აქვს ოთხი პრიორიტეტი: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით. საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მთავარი მიზანია გაწევრიანებისას აღებული და სხვა ვალდებულებების შესრულებაში მხარდაჭერა , რაც დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებას ემსახურება. ხვალ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ მოწყობილი ევროპული კვირეული საზეიმოდ დაიხურება. ღონისძიება, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალსა და ღირებულებებს ეძღვნება თავისუფლების მოედანზე გაიმართება. დედაქალაქში სტუმრებს რეგიონებიდანაც ელიან
