ბოლო 6 წლის განმავლობაში უკრაინაში პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი შედგა
პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში ბოლო 6 წლის განმავლობაში. ქართულმა დელეგაციამ მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, კიევში შეხვედრები დაასრულა. ორი დღის განმავლობაში გიორგი გახარია სუამის სამიტში მონაწილეობდა. პრემიერი შეხვდა პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინელ კოლეგას და უმაღლესი რადის თავმჯდომარეს. ორდღიან ვიზიტში პრემიერს თან ახლდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი და მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, საერთო გამოწვევები და მიზნები - გიორგი გახარიამ უკრაინის პრემიერთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ეს საკითხები განიხილა. დღესვე საქართველოს მთავრობის მეთაურმა და უკრაინის პრეზიდენტმა სტრატეგიული საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით , ერთობლივი დოკუმენტიც მიიღეს. რა შეფასებით შეჯამდა ორდღიანი ვიზიტი.
სიუჟეტის ავტორი: დავით ცაგარელი-13-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
