"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებას აანონსებს
მმართველი ძალა მაჟორიტარებთან კონსენსუსის მიღწევის არგუმენტით მუშაობას იწყებს ახალ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომლითაც 2024 წლამდე ნებისმიერი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება გამოირიცხება. სანაცვლოდ, როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, მაჟორიტარების ჯგუფი, რომელმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის ინიციატივა ჩააგდო და ახლა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს, პარლამენტიდან საკანონმდებლო ინიციატივას გაიტანს მმართველი გუნდის წინადადებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება, რისი რესურსიც მმართველ გუნდში არ არის, რაც ერთხელ ითქვა იმ შეთავაზებაზე საუბრისას, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივას ეხება
