ვინ გახდება ქვეყნის პირველი გამოძიებელი
პროკურორის პოსტი ვაკანტურია მას შემდეგ რაც შალვა თადუმაძე პარლამენტმა უვადო მოსამართლედ დაამტკიცა. პროცედურა ასეთია -- რეგლამენტის თანახმად საპროკურორო საბჭომ უნდა განიხილოს გენერალური პროკურორობის კანდიდატები და წარუდგინოს პარლამენტს, შემდეგ კი პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ დაიკავებს გენერალური პროკურორის თანამდებობას.
