პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის ფაქტზე, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს
ვინ დააყენა პარლამენტში სუნი გამოძიება დაადგენს. ხელისურფლება ხელს ოპოზიციისკენ იშვერეს, თუმცა დეპუტატები ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ. სასესიო დარბაზში გუშინ მძაფრი სუნის გამო, სხდომა შეფერხდა, ერთ დეპუტატს და პარლამენტის ერთ თანამშრომელს ექიმების დახმარება დასჭირდათ.
