დაემშვიდობება თუ არა პარლამენტი ნიკა მელიას
ნიკა მელიას გამამტყუნებელი განაჩენი, რომელსაც შესაძლოა მისი სადეპუტატო უფლებამოსილება შეეწიროს. „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მიმართ გადაწყვეტილება 2 დეკემბერს გამოაცხადა. მელიას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში ის დამნაშავედ ცნეს და 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. დამატებით სასჯელად ორი წლით და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლებაც ჩამოართვეს. განაჩენის გამოცხადებას თავად მსჯავრდებული არ ესწრებოდა. ხვალვე პარლამენტი ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს. სხდომათა დარბაზში მხოლოდ უმრავლესობა იქნება, რადგან პროცესში მონაწილეობას ოპოზიცია და ოცნებიდან წასულები არ გეგმავენ. ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო. პარლამენტს კანონდებლისთვის უფლებამოსილების შეჩერებას კონსტიტუცია ავალდებულებს. თუმცა სხვაგვარად ფიქრობს თავად მელია და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს
