20 კანდიდატიდან ვინ მოირგებს უმაღლესი ინსტანციის მოსამართლის მანტიას ხვალ გახდება ცნობილი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა დილიდან ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, შემდეგ პლენარულ სხდომაზე შედგება. პროცესი 2018 წლის დეკემბერში დაიწყო. ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, კანდიდატებს პარლამენტს პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს. კანონის შესაბამისად 10 კაციანი სია შეირჩა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, კანდიდატების განხილვის ნაცვლად შერჩევის ახალ წესსა და კრიტერიუმებზე მსჯელობა დაიწყო. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილების განხილვა რამდენიმე თვეს გაგრძელდა. კანდიდატების მოსმენა კი ამერიკული მოდელით ანუ საჯაროდ დაიწყო. 148 მსურველიდან საბჭომ 50 კანდიდატი შეარჩია, რომლებსაც ჯერ მოუსმინეს, შემდეგ კი ფარული კენჭისყრით 20 კაცი დატოვეს. მათ შესახებ დისკუსია საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელდა. იურიდიულ კომიტეტზე ოცივეს სათითაოდ მოუსმინეს და ახლა ინდივიდუალური კენჭისყრისთვის ემზადებიან.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
