რა თქვა პრეზიდენტმა და ვინ რა მოისმინა მისგან? - სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადება პოლიტიკოსებმა შეაფასეს
პრეზიდენტის განცხადება, რომელსაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი ინტერპრეტაცია მოჰყვა - ღონისძიებაზე, რომელიც ეროვნული იდეოლოგიის, კულტურის და მეცნიერების გაძლიერებას ეძღვნებოდა, პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველომ მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილი თავისი კულტურითა და განათლებით უნდა დაიკავოს. კონტექსტი კი ასეთი იყო: რადგან ქვეყანას უჭირს ეკონომიკური კუთხით და აქვს ოკუპაციის პრობლემა, საქართველოს მთავარი იარაღი ცოდნა, მეცნიერება და კულტურა უნდა გახდეს. სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი ოპოზიციამ და საზოგადოების ნაწილმა ჯარის შეურაცხყოფად მიიღო და მთავარსარდლისგან მობოდიშება მოითხოვა. გამოსვლა პრეზიდენტს არც მმართველ გუნდში მოუწონეს, ურჩიეს, რომ მითუმეტეს ჯარის შესახებ საუბრისას მეტად იფრთხილოს. განცხადების ავტორი მედიასთან არ გამოჩენილა, თუმცა მისი განმარტება წერილობით გავრცელდა. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ბულინგის მსხვერპლია.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
