რამდენმა ქართველმა ჯარისკაცმა იმსახურა ავღანეთში?
საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში აქტიურად მონაწილეობს და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საერთაშორისო ოპერაციების წარმატებაში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა მაღალი საბრძოლო მომზადების დონე და ურთულესი ამოცანების შესრულების უნარი არაერთხელ დაადასტურეს, რითაც გლობალური უსაფრთხოების სფეროში ქვეყანას საიმედო მოკავშირის სახელი დაუმკვიდრეს საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნატოს საერთაშორისო მისიაში 2004 წლის აგვისტოში ჩაერთო. ამ დრომდე 20-ათასამდე ქართველმა სამხედრომ იმსახურა ავღანეთის მისიაში მონაწილე კონტინგენტების მიხედვით, საქართველო მეოთხე და ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის პირველი კონტრიბუტორია საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს შეიარაღებული ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული დაიჭრა და დაშავდა. ქართული ქვედანაყოფები ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერის მისიის“დასრულებამდე დარჩებიან
