როგორია ამ დროისთვის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - "ქრონიკამ" დაკავებულის ადვოკატი ჩაწერა
დღეს "ქრონიკა" ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ექიმი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს. მისივე ინფორმაციით, გაფრინდაშვილის საქმის განხილვა ცხინვალის ე.წ. სასამართლოში 13 დეკემბერს 15:00 საათზე დაინიშნა, რა დროსაც, როგორც ვლადიმერ ფიდაროვი ამბობს, არ არის გამორიცხული, დაკავებული მედიკოსი გაათავისუფლონ კიდეც.
