სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადება ქართულ ჯარზე - პრეზიდენტი ამბობს, რომ კონტექსტი დაუმახინჯეს და საზოგადოების კრიტიკულ რეაქციას ბულინგს უწოდებს
პრეზიდენტი საკუთარ განცხადებაზე საზოგადოების კრიტიკულ რეაქციას ბულინგს უწოდებს და ამბობს, რომ კონტექსტი დაუმახინეს. საქმე ამჯერად ქართული ჯარის შეფასებას ეხება. მთავარსარდალმა თქვა, რომ ქვეყანას არც ჯარი ჰყავს და არც იარაღი აქვს, ამასთან სალომე ზურაბიშვილმა მომავლის იმედიც კი გადაწურა. პასუხად პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ და მას ქართველ გმირებს ახსენებენ. სალომე ზურაბიშვილის კრიტიკაში დღეს პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი თუ დიპლომატიური კორპუსი ერთსულოვანია
