ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაშავდა
მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების, გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი ტერორისტებთან ბრძოლას კოალიციურ ძალებთან ერთად განაგრძობენ მიმდინარე ოპერაციას თავდაცვის უწყებაში პირდაპირ ეთერში ადევნებენ თვალს, სადაც ამბობენ, რომ ოპერაციის დასრულების შემდეგ დამატებით ინფორმაციას კვლავ გაავრცელებენ
