ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭო პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით განახლებული სტრუქტურით იმუშავებს
. ახალი პრიორიტეტების პრეზენტაცია გუშინ, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა. ღონისძიება, რომელსაც მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გახსნა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა სამუშაოა სამინისტროებს შორის კოორდინაციის გარზდაზე, ამასთან მან საბჭოს პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელთა შორისაცაა: გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები.
