ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად 5 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაშავდა
მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების - გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტებთან ბრძოლას კოალიციურ ძალებთან ერთად მიმდინარე ოპერაციას პიდაპირ ეთერში ადევნებენ თვალს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია უწყების ცნობით, ოპერაციის დასრულების შემდეგ დამატებით ინფორმაციას კვლავ გაავრცელებენ
