სტრასბურგიდან სტრასბურგამდე - რა ითქვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით?
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დღეს უკვე მეორედ დაადასტურა, რომ ქართული სასამართლოს სამივე ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით სამართლიანი იყო დღევანდელი გადაწყვეტილებით დიდმა პალატამ ძმები ყარამანიშვილების საჩივრის განხილვა დაუშვებლად სცნო, შესაბამისად 18 ივნისს გამოტანილი ვერდიქტი ძალაში რჩება და გადახედვას არ ექვემდებარება.
