„საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია გერა“, მუსიკალური პროდუქციის მომხმარებლებისგან სალიცენზიო ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვს
წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაცია სასამართლოში სარჩელის შეტანით იმუქრება. „გერაში“ აცხადებენ, რომ უფლების გაცემისა თუ აკრძალვის ლიცენზიას დაახლოებით 10 მილიონიან კატალოგზე ფლობენ. ამ ორგანიზაციის საქმიანობას უკანონოს უწოდებენ 1999 წლიდან მოქმედ „საავტორო უფლებათა ასოციაციაში“.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
