"ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრის დეტალები
აღმოსავლეთ უკრაინაში წლის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიღებულია. ამ შეთანხმებას პარიზში „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტზე მიაღწიეს. საუბარი ტყვეების გაცვლასაც შეეხო. ამ ფორმატში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდნენ. სამიტმა ანტი-რუსული აქციების ფონზე ჩაიარა.
