ფარმაციის სფროს რეგულირების საკითხზე კონკურენციის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე იმსჯელეს
შეხვერას ჯანდაცვის სამინისტროს, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები დაესწრნენ. შეხვედრის მიზანი ადგილობრივი და საერთაშორსო ექსპერტების მონაწილეობით, ქართული ფარმაცევტული ბაზრის მიმოხილვა, შესწავლა და რეკომენადციების შემუშავება იყო. გაიმართა ფარმაციის პროექტის პრეზენტაციაც, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება საქართველოს სააფთიაქო ქსელებში, მისთვის საჭირო მედიკამენტი ფასისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით მოძებნოს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოქალაქეების ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია. ჯანდაცვის უწყება 2020 წლიდან ქრონიკული დაავადებების მართვისთვის აუცილებელი მედიკამენტების ნუსხის შესაძლო გაზრდაზეც მუშაობს.
სიუჟეტის ავტორი: თამთა ასანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
