“რუსთავი 2”-თან დაკავშირებით 18 ივლისის გადაწყვეტილება ძალაში რჩება, რომლის მიხედვით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება
„ რუსთავი 2-ის” ყოფილმა მესაკუთრეებმა ამ განაჩენის დიდ პალატაში გადასინჯვა მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს მოითხოვეს საქმე ასეა: 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ახლა ქიბარ ხალვაშის საკუთრებაშია სტრასბურგიდან ახალი ამბავი საზოგადოებას იუსტიციის მინისტრმა გააცნო შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ “რუსთავი 2”-ის საქმე ევროპულ სასამართლოში დახურულია? თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები საბოლოო და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება “სტრასბურგის სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ იმსჯელა და განსახილველად არ მიიღო ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი მესაკუთრეების საჩივარი”

სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები