„ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი პოლიტიკური პერფორმანსი - ასე გამოეხმაურა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, საქართველოში რუსული კულტურული ცენტრების გახნის საკითხს
როგორც ზურაბ აბაშიძემ განმარტა, მან გადაამოწმა ინფორმაცია და არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ აქვს ინფორმაცია მსგავსი სახის ცენტრების გახსნაზე. შესაბამისად, როგორც აბაშიძე ამბობს, რუსული კულტურული ცენტრების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას აბაშიძე გამოეხმაურა იმ საპროტესტო ღონისძიებასაც, რომელიც დღეს კონფერენციის ფორმით გაიმართა და რომლის ორგანიზატორებიც ოპოზიციური პარტიები იყვნენ. ის დაინტერესდა, თუ რატომ არ იყვნენ მიწვეული ამ ღონისძიებაზე მთავრობის წარმომადგენლები. აბაშიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან ეს აჟიოტაჟი ერთგვარი პოპულისტური ნაბიჯია და ხელისუფლების ოპონენტები არა სახელმწიფოებრივი, არამედ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ
