სურგულაძეს წასვლა უნდოდა, ძალით ხომ არ ვამუშავებთ? თან დაგვპირდა რომ ილოცებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის გადაწყვეტილებას თანამდებობის დატოვების შესახებ
სურგულაძემ დღეს მედიასთან განაცხადა, რომ საპენსიო სააგენტოში თავისი მისია ამოწურა. მან ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა და განაცხადა, რომ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მოსახლეობის ნდობის მოპოვება მოხერხდა და იმედი აქვს, რომ მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ რეფორმა წარმატებით გაგრძელდება სურგულაძის განცხადებით, რეფორმის წარმატებისთვის ილოცებს კიდეც ლევან სურგულაძე: რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით და დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში, მე ამისთვის ვილოცებ
