ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და საქართველოს პრეზიდენტმა გახსნეს
პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც კანონშემოქმედებითი კუთხით ქვეყანაში ხორციელდება თალაკვაძემ აქცენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გააკეთა, რომელიც ქვეყანაში 2024 წლისთვის ამოქმედდება არჩილ თალაკვაძე ასევე შეეხო რუსულ ოკუპაციას. მისი განცხადებით , რუსეთის დესტრუქციული ქმედებები ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას არჩილ თალაკვაძე: საქართველოს პარლამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომ 2024 წლისთვის ქვეყანა გადასულიყო სრულად პროპორციული არჩევნების სისტემაზე. არც ერთ ადმინისტრაციას, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მანამდე ხელისუფლებაში იყო, ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია სალომე ზურაბიშვილმა ასამბლეაზე ევროპელ კანონმდებლებს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა სალომე ზურაბიშვილი: დღეს ერთი თვე გავიდა ქართველი ექიმის დაკავებიდან. მინდა, თხოვნით მოგმართოთ ასამბლეას, რომ შემოგვიერთდეთ ჩვენს მისწრაფებაში, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
