ფინანსთა მინისტრმა უწყების ანგარიში წარადგინა
ივანე მაჭავარიანი: საჯარო ფინანსები 3 ძირითადი მიმართულებით ხორციელდება ეს არის: საბიუჯეტო პოლიტიკა, ვალის მართვის პოლიტიკა და საგადასახადო პოლიტიკა “მინდა გესაუბროთ მიმართულებებზე, რომლებიც განაზღვრავენ ჩვენს საბიუჯეტო პოლიტიკას, პირველ რიგში მინდა შევეხო ფისკალურ ჩარჩოს, ჩვენ თანდათანობით შევამცირეთ ბიუჯეტის დეფიციტი” “მოხდა მიმდინარე ხარჯების თანდათანობით შემცირება, 25 პროცენტიდან მთლიანი შიდა პროდუქტზე 21 პროცენტამდე, რამაც მოგვცა საშუალება, რომ შეგვექმნა ე.წ სახელმწიფო დანაზოგი” “ვინარჩუნებთ ვალის სტაბილურ მდგრად ოდენობას მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში”
