საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” საქართველოს თასის მფლობელია
გიორგი ჭიაბრიშვილის მომზადებულმა გუნდმა გადამწყვეტ შეხვედრაში “ლოკომოტივი” 3:1 დაამარცხა და ეს ტიტული არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ბურთები გიორგი კოხრეიძემ, გიორგი გაბედავამ და ლევან კაკუბავამ გაიტანეს, რასაც “ლოკომოტივის” რიგებში მხოლოდ ერთი ბურთით ირაკლი სიხარულიძემ უპასუხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ჭიაბრიშვილმა “საბურთალოს” სხვადასხვა ტურნირზე 200 ოფიციალურ მატჩს უხელმძღვანელა.
