13 დეკემბერს შტუტგარტში ქართული მუსიკა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით აჟღერდება
პროგრამაში მონაწილეობისთვის ქართული დიასპორა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება. გალობის უნივერსიტეტის ფოლკლორული გუნდი თბილისიდან, ქართული ცეკვის ანსამბლი პარიზიდან, გერმანული "ვოისის" გამარჯვებული- ნათია თოდუა. ეს შემსრულებლების მცირე ჩამონათვალია. ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და ,,არტ მიუზიკ ჯორჯიას“ ორგანიზებით იმართება.
