განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში
ღონისძიება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გახსნა. მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას ცენტრის საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, როცა ახალგაზრდები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში განათლებას იღებენ. შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა საზოგადოებას განათლების ცენტრის დირექტორმაც. განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2019 წელს 170 გამარჯვებული გამოავლინა და ჯამში, 6 წლის განმავლობაში, 850 მეტი სტიპენდია გასცა. ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდნენ.
