„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ ტურიზმის მეხუთე საიუბილეო ცერემონიას მასპინძლობს
საიუბილეო ცერემონიაზე ტურიზმისა და მასპინძლობის დარგის 380 მონაწილეს შორის 26 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ღონისძიებას 700-მდე სტუმარი ესწრებოდა მათ შორის მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება საქართველოში 2015 წლიდან ტარდება.
