თეა წულუკიანმა 73-ე საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ ცაგერში გახსნა
რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 73-ე საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ ცაგერში გახსნა ადგილობრივი მოსახლეობა საჯარო და კერძო სექტორის ორასზე მეტ სერვისს, ერთი ფანჯრის პრინციპით, თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში, კომფორტულ გარემოში მიიღებს ახალი საზოგადოებრივი ცენტრი ცაგერისა და მიმდებარე 50-მდე სოფლის 13 ათასამდე მოქალაქეს მოემსახურება გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საზეიმო კონცერტი გაიმართა თეა წულუკიანი: დღეიდან ცაგერელებს შეეძლებათ, რომ იუსტიციის სამინისტროს ყველა სიპის სერვისი ამ ცენტრში მიიღონ, უფრო მეტიც, სხვა სამინისტროს სერვისებიც აქ იქნება განთავსებული