რუსული სააგენტოების ცნობით, ნინო ბურჯანაძემ 20-21 ივნისის მოვლენების გამო კრემლს ბოდიში მოუხადა
ნინო ბურჯანაძე ისევ მოსკოვშია - „დემოკრატიული მოძრაობა“ დღეს იმ ვიდეო კადრებს ავრცელებს, რომელიც მათი ლიდერისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრას ასახავს. მათივე ინფორმაციით, საუბრის თემა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება და ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი იყო. თუმცა შეხვედრის შინაარსის განსხვავებულ ვერსიას ყვება რუსული მედია. რუსული სააგენტოების ცნობით, ნინო ბურჯანაძემ 20-21ივნისის მოვლენების გამო კრემლს ბოდიში მოუხადა.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
