სტრასბურგის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეხვედრები ბრიუსელში გამართეს
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპაში ვიზიტი ბრიუსელიდან დაიწყო. მათ ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ტრასბურგის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, შეხვედრები ბრიუსელში გამართეს. დეპუტატები სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელს შეხვდნენ. ოკუპირებული ტერიტორიები, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც ქართული მხარე ევროპელ კოლეგებს ესაუბრა. ბრიუსელშია სახელმწიფო მინისტრი ქეთავან ციხელაშვილიც.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
