ევროპის საბჭოს თავმჯდომარის სტატუსს საქართველო მასშტაბურად აღნიშნავს
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მოსახლეობას საინფორმაციო ფლაერები დაურიგა. ახალგაზრდული კვირეული სახელწოდებით – „საქართველო - ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა“ 2 დეკემბერს განახლებულ ორბელიანის მოედანზე კონცერტით გაიხსნა. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა და ჩატარდა. „ახალგაზრდული კვირეული“ ხვალ თბილისში საზეიმოდ დაიხურება. საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება. სტატუსის გადაბარების ცერემონიის ფარგლებში, სტრასბურგში ექვსი თვის განმავლობაში, ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს.
