გრიფით საიდუმლო საქმე - რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას ნიკა გვარამიასთან სკანდალურ სტატუსზე?
ნიკა გვარამია სუს-ში არ მივიდა, ძალადობრივი ფეისბუქ სტატუსის ავტორს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 11 საათზე ელოდნენ გვიან, მაგრამ სასამართლოში მაინც მოუხდა იმის განმარტება, რა იგულისხმა მედასავლეთეებთან ერთად ლეგიტიმურ დამხობაში მანამდე “ქრონიკასთან” არარსებული ტერმინი ასე ახსნა: დამხობა არის მდგომარეობა, რომელიც მოჰყვება აჯანყებას ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში პოტენციურ პარტნიორებად მედასავლეთეები დაასახელა კანონში კი წერია, რომ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდება, ან ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება დანაშაულია და სამ წლამდე პატიმრობით ისჯება სწორედ სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით მიმდინარეობს ძიება საქმეზე, რომელსაც, როგორც დღეს გაირკვა, გრიფით საიდუმლო ადევს ნიკა გვარამიას კი პროკურატურის შუამდგომლობით სუსისთვის განმარტების მიცემა მაინც მოუხდა დაკითხვა სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით შედგა
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
