დავით ზალკალიანის ინფორმაციით, არსებობს პოზიტიური ნიშნები, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება ძალიან მალე უნდა მოხდეს
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი, ეუთოს მინისტერიალზე. "გვაქვს პოზიტიური ნიშნები , რომ ძალიან მალე უნდა მოხდეს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება" - ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ცოტა ხნის წინ ბრატისლავაში გააკეთა. მედიკოსის უკანონო ტყვეობაზე საგარეო უწყების ხელმღვანელი მის ლიეტუველ და პოლონელ კოლეგებს ორმხრივ შეხვედრებზე ესაუბრა, ასევე იმსჯელეს მეგობართა ჯგუფის წევრებთან, რომელიც 15 ქვეყანას აერთიანებს.
