აქცია ქუთაისში და ოპოზიციის სამომავლო გეგმები
ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, დემონსტრანტები, მსვლელობით მივიდნენ. საპროტესტო მსვლელობა კიკვიძის სკვერიდან თვითმართვლობის შენობამდე მოეწყო. მოთხოვნები და აქციის მონაწილეთა შემადგენლობა უცვლელია. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ პროტესტს, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტენ და ხელისუფლებას ბევრ სიურპრიზსაც უმზადებენ.
