ევროპის უნივერსიტეტში ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი და დარბაზი გაიხსნა
ცერემონიას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრებთან ერთად ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშილი, ევროკავშირის ელჩი და გაეროს მუდმივი წარმომადგენელი ესწრებოდნენ. დღესვე გაიმართა წიგნის პრეზენტაცია, რომელშიც ზურაბ ჟვანიას გამოსვლები და ინტერვიუებია თავმოყრილი.
