საქართველოს მეგობართა ჯგუფი ეუთოში დღეს ერთობლივ განცხადებას მიიღებს
გზავნილი უცვლელია - საერთაშორისო საზოგადოება ერთსულოვანია რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ და ოკუპაციის უმძიმესი შედეგების მიმართ. მეგობართა ჯგუფი 2014 წელს შეიქმნა და ერთობლივ განცხადებებს 2016 წლიდან იღებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პარტნიორებს სლოვაკეთში შეხვდა. დავით ზალკალიანმა ეუთოში რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების იგნორირებაზე, ასევე მავთულხლართებით, ადამიანთა გატაცებითა და დაუსჯელობის სინდრომის გამო უკიდურესად გართულებულ ვითარებაზე ისაუბრა. როგორ დავით ზალკალიანმა თქვა, ოკუპირებულ რეგიონებში მყოფმა ადამიანებმა ნებისმიერ დროს შესაძლოა გაიზიარონ ტატუნაშვილის, ოთხოზორიას, ბაშარულისა და კვარაცხელიას ბედი.
